ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ – კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე

ჩვენ რუსეთზე ზეწოლის ზრდას ვაგრძელებთ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
„ეს უზრუნველყოფს იმას, რომ 210 მილიარდ ევრომდე ოდენობის ს თანხები ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, ვიდრე მის მიერ მიყენებული ზარალისთვის ს რეპარაციებს არ გადაუხდის. უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით მომავალ კვირას დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტი გადამწვეტი მნიშვნელობის იქნება“, – წერს კალასი X-ზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთისა და ს მიერ აქტივების გაყინვის გაგრძელებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობას გამორიცხავს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.