ჩვენ რომ რაღაც კონტაქტი გვქონდეს, ელემენტარულს ხომ ვთხოვდით, ხალხო, ნუ გვაქებთ | მდინარაძე სიმონიანზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, , რომლის განცხადებამაც რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქება დაიმსახურა ამბობს, რომ ეს კომენტარი პასუხისმგებლიანი იყო.
მდინარაძემ ისევ გაიმეორა, რომ სანქციების დაწესება მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს დააზიანებდა. მანამდე ამ ტიპის განცხადებაზე სიმონიანმა თქვა, რომ “საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა”.
“ოდნავ მაინც, ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ისინი ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, ძალიან კარგად იციან მათ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება აღიზიანებდეს “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, ან ზოგადად “ქართულ ოცნებას”. ამის მიუხედავად, ისინი რომ ხელს უწყობენ ნაცმოძრაობის კლასტერის პროპაგანდას, ეს მოსაკითხი ამბავია. ეს შეიძლება შემთხვევითი და დამთხვევაც არ იყოს, ან იყოს, ან პირიქით და სპეციალურად აკეთებდნენ ამას. […] დიახ ეს ასეა, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ ქართველებს, ახლა ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს, ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, დაუშვათ, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე”, – თქვა მდინარაძემ.
მოგვიანებით ჟურნალისტთან კამათის დროს მდინარაძემ თქვა, რომ ასეთი განცხადებები “ნაცებს” აწყობთ – “ჩვენ რომ რაღაც კონტაქტი გვქონდეს, ელემენტარულს ხომ ვთხოვდით, ხალხო, ნუ გვაქებთ, ამას საქართველოში იყენებენ ჩვენი ოპონენტები ძალიან ბინძურად”.
იხილეთ ასევე:
· “ჭეშმარიტებას ვინ დაადასტურებს რა მნიშვნელობა აქვს?” | პაპუაშვილი სიმონიანზე