ჩვენ რომ ვიქნებით ხელისუფლებაში, მარტო დასანქცირება არ იქნება, ეს ადამიანები, როგორც ლუსტრირებულები და სხვა ქვეყნის აგენტები, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან – მამუკა ხაზარაძე

პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონკრეტული სანქციების პროცესი გაგრძელდება და ეს სწორი იქნება.
“დახურული შეხვედრა იყო, 5 კონგრესმენს და 2 სენატორს შევხვდით, სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული საუბრები გვქონდა, თუმცა ამ საუბრების შინაარს ვერ გეტყვით. ერთი, რაც თამამად შემიძლია გითხრათ და ხატზე დავიფიცო, ჩვენ არ დავდივართ და თითით არ ვაჩვენებთ ვინ არის ცუდი კაცი. ეს არ არის ჩემს ბუნებაში და არც ქართველობაში. როდესაც ადამიანს რაღაც ბრალდებას წაუყენებ, ამას სერიოზული კვლევა სჭირდება, სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება. როდესაც ეს დასაბუთებები იდება, ამის მერე აცხადებენ ჩვენი პარტნიორები ამას. მე ვიგრძენი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება სწორი. ჩვენ რომ ვიქნებით ხელისუფლებაში, მარტო დასანქცირება კი არ აიქნება, ეს ადამიანები როგორც ლუსტრირებულები, როგორც სხვა ქვეყნის აგენტები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს