ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც -ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს

ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც -ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს
ჩვენ, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ „ფარა“ გვესაჭიროება ისე, როგორც აშშ-ს, როგორც ევროპას და ჩვენ ამ კანონით ვიქნებით მანამ, სანამ ვგრძნობთ, რომ ეს საჭიროება ჩვენს ქვეყანას აქვს, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.
„რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა კენჭი უყარა და დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა იმას, რომ „ფარას“ ანალოგი კანონი უნდა იყოს მიღებული სრულიად ევროკავშირის ქვეყნებში და მოუწოდეს, რომ ეს იყოს მიღებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მათ ხაზი გაავლეს, რაღაც „ღირსეული ქვეყნებს“ და „მდაბიო, მეორეხარისხოვან“ ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ მოგვაქციეს.
თურმე, ევროკავშირის წევრს ქვეყნებს „ფარას“ კანონი სჭირდებათ იმიტომ, რომ გარედან შემომავალი საფრთხეებისგან დაცულები იყვნენ და საქართველოს, ამ საფრთხის აცილების უფლება არ აქვს.
უკვე მიღებულ კანონზე გეუბნებიან, რომ გააუქმო, რომ „ეს შენ არ გჭირდება და შენ ხარ მეორეხარისხოვანი ქვეყანა“. ეს დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ დიპლომატს ევროპარლამენტში, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ეს ღირსება ჯერ არავის დაუკარგავს და არც არავინ აპირებს ამის დაკარგვას. ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ თვითონ ვსაზღვრავთ, რა კანონები გვჭირდება, ამის გარედან კარნახი საჭირო არ არის“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს