ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ – ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ევროპელი დიპლმატების მხრიდან კი, მაღალი დონის შეხვედრებზე მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები კეთდება. ევროპის საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ანდრეა მეტელკოზგომბიჩი ქართველ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო ნამდვილად იმსახურებს:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ნამდვილად მოვიწვევთ ქართველებს, გააგრძელონ ევროპული მომავლის ერთგულება, რადგან თქვენ უკვე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ თქვენი მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია, ახლა თქვენ უნდა იმუშაოთ ამაზე. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ გარდა იმისა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ სთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, ჩვენ შევძლებთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. ეს კიდევ ერთი დადებითი იმპულსი იქნება საქართველოსთვის და თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ,”- აცხადებს ხორვატიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ანდრეა მეტელკოზგომბიჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადება სხვა არაფერია, თუ არა იმის მორიგი ლუსტრაცია, რომ გასულ წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობა და მომიტინგეების ბრუტალური ძალადობა სწორედ გარედან იყო მხარდაჭერილი