ჩვენ მოუთმენლად ველოდებით დაბრუნებას – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელი

„მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისგან, ასევე მთის ტრასების სააგენტოდან – ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას“, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, პიტერ კროგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისას მიიღეს ძალიან სამართლიანი პირობები და საინტერესო ღონისძიებები.
„როგორც იცით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება აქ, არაჩვეულებრივ გუდაურში, საქართველოში. ჩვენ მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა ორივე პარტნიორისგან, როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციისგან, ასევე MTA-სგან (მთის ტრასების სააგენტო). ბევრი მოხალისე გვყავს, რომლებიც ბევრს შრომობენ. როგორც იცით, დღეს იყო გუნდური ღონისძიება, სადაც გარემო პირობები შეიცვალა. მხარდაჭერა ნამდვილად იყო მაღალ დონეზე, ასე რომ, მივიღეთ ძალიან სამართლიანი პირობები და საინტერესო ღონისძიებები. ასე რომ, დიახ, ჩვენ მოუთმენლად ველით დაბრუნებას“, – აღნიშნა პიტერ კროგოლმა.