ჩვენ მოვიგერიეთ, დავბლოკეთ, ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ X-ზე წერს.
ეს ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუს პირველი საჯარო კომენტარია.
შეგახსენებთ, რომ Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ.
