ჩვენ მკაცრად აღვკვეთთ ლგბტ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას – ოდიშარია

ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოში ლგბტ პროპაგანდისთვის დიდი თანხა იხარჯება.
„ეს კანონი ცდილობს, რომ რამენაირად დაიცვას მცირეწლოვანთა უფლებები, ოჯახური სიწმინდე და ღირებულებები. რომელთან აქვს წინააღმდეგობა და ვის? ძალიან დიდი ფინანსური ნაკადები მიემართება საქართველოში სხვადასხვა შეფარული სათაურებით სწორედ ლგბტ პროპაგანდისთვის. მათ ორიენტაციას არავინ არ ეხება, ჩვენ მორალური პოლიციის შექმნას არც ხელისუფლების და არც საზოგადოებრივ დონეზე არ დავუშვებთ. ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველანაირ მცდელობას“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტი ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება შემდეგ კი საკითხის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!