ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები – შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი

ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები – შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი
ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როსენკრანციმ ბრიუსელში, ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ჯესიკა როსენკრანციმ.