„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“ – განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გამარჯვებას“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც ოპერაცია „აღმავალი ლომის“ შეჯამებას ეხებოდა.
„ისრაელს არ ჰყოლია ტრამპზე უკეთესი მეგობარი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ჩვენი ერთობლივი მუშაობისთვის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ასევე, ნეთანიაჰუმ მკაცრად გააფრთხილა ირანი: „თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს ირანში, შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იმავე სიმტკიცით და ძალით ვიმოქმედებთ, რათა აღვკვეთოთ ნებისმიერი მცდელობა. ვიმეორებ, ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?