ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა

ჩვენ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან, დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერდა, რაც არის კარგი, ჩანს რომ, “დიფ სთეითმა” თავისი ვერ გაიტანა
გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით, მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, თუმცა ჯერჯერობით არის დუმილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოიგებს ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას აშშ-სგან, საქართველოში ველოდებით ელჩის დანიშვნას, რასაც თავისი პროცედურები აქვს, თვეები სჭირდება ხოლმე ელჩის დანიშვნას, მოთმინებით დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ოფიციალური პოზიცია აშშ-სგან ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალური შეთავაზება, ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. ჯერჯერობით არის არსებითად დუმილი. დაველოდებით აშშ-ს ოფიციალურ ოპოზიციას. რაც შეეხება „მეგობარი აქტს“, იმას, რომ გაჩერდა ამ აქტის მიღება, რა თქმა უნდა, ეს კარგია, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში „დიფ სთეითმა“ ვერ გაიტანა თავისი, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპულად დასრულდეს ეს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის“ გამარჯვებით. ამაზე იქნება დამოკიდებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ტრამპის ადმინისტრაცია, თუ „დიფ სთეითი“, ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ბრძოლა,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს