“ჩვენ მაინც გავერთიანდეთ… “ენმ”–ბა პირველ ადგილზე გავა” – სააკაშვილი “ახლებს” –

მიხეილ სააკაშვილი პარტია “ახალს” მოუწოდებს, “ქართული ოცნების” დასამარცხებლად გაერთიანდნენ.
შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შვიდი ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
“ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ეს არ გამოდის. კიდევ ვუბრუნდები ინიციატივას “ახლების” მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. “ნაციონალური მოძრაობა” ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში გავა პირველ ადგილას. ახლა გადავდოთ გვერდზე ყველა ინტრიგები, მაქსიმალური კონსოლიდაცია და გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება”, – ამბობს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები