“ჩვენ კი არ შევუერთდით, ის შემოგვიერთდა…” – ხუხაშვილის პასუხი ივანიშვილს

კარგია, რომ ბიძინამ მადლობა გადაგვიხადა სალომე ზურაბიშვილს, მე, მარგველაშვილს, უსუფაშვილს, ალასანიას და ა.შ. და არა პარაზიტებს, რომლებიც იმ ბრძოლის დროს ბუჩქებში იჯდნენ, საიდანაც ჩვენი გამარჯვების შემდეგ გამოძვრნენ და ახლა “სისხლიან რეჟიმთან” მებრძოლებად ასაღებენ თავს.
არ მინდა მისი როლი დავაკნინო, მაგრამ რეალურად ჩვენ კი არ შევუერთდით მას, ის განიხიბლა მიშასთან რომანით და შემოგვიერთდა ჩვენ რეჟიმთან ბრძოლაში. და ბოლოს – არაფერი გამიფუჭებიაო…
დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს (საკუთარსაც) მომავალს რომ ართმევ და წირავ ს იმპერიის წუმპეში საარსებოდ, ამაზე მეტი რაღა უნდა გააფუჭო?!