ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპი არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება

საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის პროცესში შექმნილი პაუზის მიზეზები ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან განაცხადა, პაუზის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორისაა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისას წამოჭრა. გურამ მაჭარაშვილმა Deep State-ის სიძლიერეზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, როგორც ჩანს შტატების ახალი ადმინისტრაცია ბოლომდე ვერ გაუმკლავდა.
„ამ პაუზას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ძალიან ბევრი ის საკითხი, რაც ტრამპმა დღის წესრიგში დასვა, ასევე თავად Deep State-ის სიძლიერე, რაზეც -ს პრეზიდენტიც აღნიშნავდა და სხვა. ახლა ვიღაცები იცინიან – Deep State-მა დამირეკა და ა.შ. ეს არასერიოზული განცხადებებია, რადგან ამ შემთხვევაში ტრამპსაც უნდა დასცინონ. ჩვენ ამ ძალას გლობალური ომის პარტია ვუწოდეთ, ტრამპმა კი Deep State უწოდა. რადიკალებს ტრამპის დაცინვის თავი არ აქვთ, საქილიკოდ კი დიდი გული აქვთ. როგორც ჩანს, Deep State ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა…
ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება (პრემიერმაც სწორედ ამიტომ მისწერა -ს პრეზიდენტს ღია წერილი და პარლამენტმაც ამიტომ მიიღო კონგრესის მიმართ დადგენილება), რომ ჩვენი პოზიცია იყოს ცნობილი არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, მსოფლიო საზოგადოებისათვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიმართლე ძლიერია, მას ვერსად გაექცევი. 3 წელი, რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით (ჯერ „ხალხის ძალა“ და შემდეგ ხელისუფლებასაც მიეცა ამის შესაძლებლობა ესაუბრა ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე, უსამართლობაზე), მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივეს ამბობს. ამ ნარატივით იგებს არჩევნებს და აგრძელებს მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას. ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში [აშშ-ს კონგრესი] იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ე.წ. „მეგობარ აქტს“, სად არის სიმართლე?
ეს სიმართლე უნდა მიუვიდეს საბოლოოდ პრეზიდენტ ტრამპს და ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისსავე პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ჩვენი პოლიტიკური ნარატივი – წერილები, განცხადებები, კომენტარები ხომ არის საჯარო? საჯაროა ასევე ე.წ. „მეგობარი აქტის“ შინაარსი და პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები. ჩვენი და ტრამპის განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს, ე.წ. „მეგობარი აქტი“ კი, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ჩვენ ის არ გვინდა სწორედ, რომ ტრამპმა ხელი მოაწეროს მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო აქტს, რადგან გვინდა, რომ რაღაცნაირად მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Previous: ევროკავშირის “ელჩს” ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის