„ჩვენ ილუზიებიდან უნდა გადავეწყოთ რეალობის სრულფასოვან აღქმაზე, გამოსავლის ძიებაც მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
„პროცესის შენობამდე დაყვანა იყო შეცდომა, რომელიც ამ პროცესს ახლდა თან.
პრეზიდენტი მოიქცა გონივრულად და რეალისტურად, რისი რესურსიც ამ პროცესში იყო.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ სურვილებზე და არა მათ რეალისტურ განგრძობადობაზე.
მძიმედ ჟღერს, მაგრამ ტოტალიტარიზმი უნდა გაფორმებულიყო და იმიტაციების შექმნა მხოლოდ ხელს შეუშლიდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის რეალურ აღქმას, სულ რომ შენობაში დარჩენილიყო და სულაც რომ არავის გამოეგდო იქიდან.
ჩვენ ილუზიებიდან უნდა გადავეწყოთ რეალობის სრულფასოვან აღქმაზე, გამოსავლის ძიებაც მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე