ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ უკრაინას, გვინდა ვიხილოთ მისი გამარჯვება ომში | ბაიდენი

შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ “გააგრძელებს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ ჩვენ შევძლებთ”.
“ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ თქვენს ქვეყანას და თქვენს ხალხს. კონგრესში და თავად ქვეყანაში ადამიანების უმეტესობას, ისევე როგორც მე, ესმის, რომ უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის”, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება დებატებს კონგრესში უკრაინის დახმარების საკითხზე (ისევე, როგორც სა და ტაივანის, ასევე მექსიკასთან საზღვრის გამაგრების) შესახებ, ბაიდენმა თქვა, რომ დემოკრატია არის კომპრომისის ხელოვნება, მაგრამ მან უკვე შესთავაზა კომპრომისი რესპუბლიკელ კანონმდებლებს.
მ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ომის მოსაგებად ს ჰაერის კონტროლი სჭირდება. განსაკუთრებით აღინიშნა ამერიკული “პატრიოტის” საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელსაც , მისი თქმით, ვერაფერს უპირისპირებს.
“ჩვენ გვინდა ვიხილოთ უკრაინის მოგება ომში. გამარჯვება ნიშნავს, რომ უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ერია. და მას შეუძლია დღეს საკუთარი თავის დაცვა და შემდგომი აგრესიის შეკავება. ეს არის ჩვენი მიზანი”, – თქვა ბაიდენმა.