“ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხობს კითხვას, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ, გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს და განაცხადა:
„ძველი რომაული გამონათქვამია, რომ ის, რაც შეჰფერის იუპიტერს, არ შეჰფერის ხარს. ჩვენ ზოგიერთს ხარი ვგონივართ – ის, რაც მისაღებია ამერიკაში, ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ქვეყანაში, ზოგიერთი ზემოდან გვიყურებს და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც უფლება გვაქვს, ასეთ საკითხებზე ვიფიქროთ და ჩვენი ქვეყანა გარე გავლენებისგან დავიცვათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ასეთი დამოკიდებულება აქვს და მგონი, ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის. ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ როგორ გვატყუებდნენ შარშან, რომ თითქოს, ყველაფერი გამჭვირვალეა. დღეს ყველა გაჩუმდა და ვერავინ ამბობს, რომ აბსოლუტური გამჭვირვალეობაა – ვერც უცხოელი და ვერც ქართველი აქტორი. ოპოზიცია პირდაპირ აღიარებს, რომ აქვთ „ენჯეობი“ და მერე ამართლებენ, რა პრობლემა არის, შორი-ახლოს „ენჯეოები“ გვყავდესო. პრობლემა ისაა, რომ ისინი უცხოურ ფულს იღებენ.
იმ მომენტში, როდესაც ხელს ჰკიდებენ უცხოურ ფულს, ისინი აღარ არიან ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებლები და ქართველი პოლიტიკოსები, არიან უცხო ქვეყნის დაკვეთების შემსრულებლები და ეს მათ პოლიტიკურ განცხადებებში პირდაპირ ჩანს. ამიტომ იყო, რომ ისინი სთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერდნენ, რადგან მათ იმ ქვეყნების მიმართ ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ამიტომ ითხოვდნენ მოხალისე მებრძოლების გაშვებას ში. ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? „ნაცმოძრაობა“ აქციებს აწყობდა ცალკე აეროპორტში და ცალკე პარლამენტთთან, რომ მთავრობას მებრძოლების გაშვებაზე ლოჯისტიკა თავის თავზე აეღო. რომელმა ქვეყანამ გაუშვა? აქ ვინ ყვიროდა, ის „ენჯეოები“ ხომ არა, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ამბობდნენ, რომ ეს სირცხვილია და ასეთ მშვიდობას ცეცხლი რომ ერჩიათ.
ყველამ ნახა, რომ „ენჯეო“ სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა საქართველოში და ზოგიერთი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც თავის დაფინანსებას უხეშად მალავს. გაასაჯაროონ ფინანსები. თუმცა ჩემს ამ მოწოდებას ერთ ყურში უშვებენ, მეორედან უშვებენ და არაფრად აგდებენ ქართველი ხალხის ინტერესს, თავიანთი დაფინანსებები დამალული აქვთ, რაც უპატივცემულობაა ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩემი „ენჯეოები“ მეყოლება და თან პასუხაც არავინ მომთხოვსო. სამწუხაროდ, ასეთი უხეში ჩარევებებია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შარშანდელისგან განსხვავებით, საზოგადოება გათვიცნობიერებულია ამ პრობლემაში, რომელიც უკვე გამოწვევა აღარ არის, ეს არის პრობლემა, როცა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ჩარევა ხდება სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ჩვენი გამოწვევები გვაქვს რუსეთის ჩარევისგან და ახლა ისღა გვაკლდა, რომ სხვა მხრიდან ყოფილიყო ჩარევა და სამწუხაროდ, ეს ჩარევა არის“.

ასევე დაგაინტერესებთ