ჩვენ ვხედავთ სომხეთთან ვაჭრობის გაფართოების შესაძლებლობას – ობრაიენი

“არმენპრესის” ცნობით, -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენმა სომხეთისა და შეერთებულ შტატებს შორის ერევანში გამართულ სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამერიკა ხედავს სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისა და ასევე, სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობას მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ორივე მხარეს ასეთი წარმომადგენლობით დელეგაციას ვხედავ. ეს მეტყველებს ჩვენს ფართო დღის წესრიგზე, რომელზეც მხარეები მუშაობენ. ეს მიუთითებს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის სწრაფად განვითარებაზე. მე აქ ვარ იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა სხვადასხვა ფრონტზე. სომეხმა ხალხმა ბოლო წლებში არაერთხელ დაადასტურა რეფორმების სურვილი პრემიერ მინისტრ ფაშინიანის ხელმძღვანელობით. დიდი ძალისხმევა ჩაიდო რეფორმებში, რომლებიც სომხეთს საშუალებას მისცემს უკეთ ინტეგრირდეს გლობალურ ეკონომიკაში, ხოლო სომხეთის მოსახლეობას საშუალება მიეცემა უფრო თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი დემოკრატიულ გარემოში. შეერთებული შტატები ამაყობს ამ ძალისხმევის მხარდაჭერით” – განაცხადა ობრაიენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სომხეთში ჩამოყალიბდა ძლიერი ეკონომიკა, რომელიც რეგიონში გამოირჩევა განვითარების ტემპით.
“5 აპრილს ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და სახელმწიფო მდივნის ს მონაწილეობით, დისკუსიების დროს დავინახეთ ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების დიდი პერსპექტივები, ასევე მსოფლიო ვაჭრობაში სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობა. დღეს ჩვენი ქვეყნები ხელს მოაწერენ შეთანხმებას საბაჟო სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ეს გახსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის და გაუადვილებს ვაჭრობას ბიზნესებს უახლოეს წლებში. ეს იმ დაპირებების ნაწილია, რაზეც ბრიუსელში ვისაუბრეთ” – განმარტა შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ობრაიენმა აღნიშნა, რომ სომხეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ასახავს სომეხი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.
“ჩვენ გვახარებს მთავრობის დიდი ნაბიჯები, ზოგიერთი რამ კი – ჩვენი მხარდაჭერით, კორუფციასთან საბრძოლველად, ხალხისთვის გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიულად გამოხატვის უფლება და კანონის უზენაესობა ფუნდამენტური გახადოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას” – განაცხადა ობრაიენმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ აშშ ასევე მხარს უჭერს მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავენ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას და მუშაობს ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაზე.
“ჩვენ ვიცით, რომ სომხეთისთვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატია გვერდიგვერდ თანაარსებობენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მცდელობებს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პროცესისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაზე – ცენტრალური აზიიდან ხმელთაშუა ზღვამდე. თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობა დამყარდება, ეს შესაძლებლობები გაფართოვდება- ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ობრაიენმა გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილე ბრენდონ იოდერი იმყოფებოდა, რომელიც კოორდინაციას უწევს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობას.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მართლმსაჯულების რეფორმის სფეროში. ასევე გავაგრძელებთ მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენი პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები გასულ წელს ჩატარდა და უფრო მეტს ველოდებით. ველით მუშაობას კიბერუსაფრთხოების, საზღვრების, ენერგეტიკის, სასურსათო უსაფრთხოების სფეროებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სომხეთს. ჩვენი გეგმა არის ამ სტრატეგიული დიალოგის ჩანაცვლება სტრატეგიული პარტნიორობის კომისიით, რაც საშუალებას მისცემს თანამშრომლობის გაღრმავებას” – განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”