ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან

ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან
ჩვენ ვხედავთ, რომ იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, რაზეც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენს მოსახლეობასთან და პარტნიორებთან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა იმის, რომ ჩვენ უფრო შედეგიანი თანამშრომლობა გვქონდეს მომავალში. ჩვენ გვესმის, რომ ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა და ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომელიც თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის ორ ქვეყანას შორის.
განსაკუთრებით ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების. მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან იყოს მათი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეკონომიკური ინტერესები არის გაზომვადი ინტერესები და ეს არის ხელშესახებო, ამიტომ ახსნადია, როგორც მათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე გასაგებია პარტნიორებისთვის. ჩემთვის უფრო მარტივია ასეთ შემთხვევაში კომუნიკაცია, რადგან ჩვენ შეიძლება ვიყოთ კრეატიული, ვიფიქროთ ერთ პროექტებზე, რომელიც გაამყარებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხელსაყრელი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ამერიკელი ხალხისთვის.
მსგავსი პროექტები საქართველოს და ამერიკას განუხორციელებია წარსულში. არის პროექტები, რომელიც იყო განხორციელებული, სადაც ძალიან რთულია რომ განსაზღვრო კონკრეტულად და გაზომო ან ეკონომიკურად, ან რაოდენობრივად ამ პროექტების მიზანი, ან მიზანშეწონილობა. ვფიქრობ, რომ ძალიან რაციონალურია დღეს ამერიკის ახალია ადმინისტრაციის მიდგომები, პრაგმატული და ჩვენი დიალოგი შეეხებოდა ზუსტად იმას როგორ შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო