ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ

ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს ვამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ -ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.
“ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს კანონი სწორედ ასეთ პრაქტიკას ეფუძნებოდა. ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ. დღეს ამ ყველაფერს ადასტურებენ -ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებოდა უცხოური დაფინანსება, უცხოური სპეცსამსახურები, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაშიც, ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი არის საზოგადოების შესაფასებელი. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს ვამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია