“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს

“ჩვენ ვრჩებით, შენ წადი” – ქალთა მარშის მონაწილეებმა ოლიგარქ ს შუშის სასახლესთან პერფორმანსი გამართეს და ჩემოდნები ძირს დაყარეს. სამგზავრო ჩემოდანი აქციის სიმბოლოა, რომელიც ქვეყნიდან სიღარიბეს გაქცეული ემიგრანტი ქალების ცხოვრებას გამოხატავს.
აქციის მონაწილეები ოლიგარქიულ რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქვეყნის და ოჯახების დატოვება ქალებს აღარ უნდა უწევდეთ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “წადი, წადი”, “ჩვენ ვრჩებით”.
შეგახსენებთ, რომ ქალთა მარში თავისუფლების მოედნიდან დაიწყო. ივანიშვილის სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს ადგილზე საპოლიციო ძალები დახვდათ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას