ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან

ჩვენ ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებში არის სირთულეები, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან.
„მიუხედავად იმისა, რომ არის სირთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ამის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის.
ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს – 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე.
ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ ევროკომისიას. ჩვენ ბუნებრივია, ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა