ჩვენ ვნახეთ გაყალბება და დაშინება — ევროპარლამენტარი საქართველოს არჩევნებზე

საქართველოს არჩევნებზე ევროპარლამენტში დებატების ჩანიშვნის ერთ-ერთი ინიციატორია ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.
ნატალი ლუაზომ განაცხადა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციაზე გასული ხალხს დიდი მოლოდინი აქვს ევროკავშირისგან და სამწუხაროა, რომ ევროპულმა საბჭომ ბოლო სხდომაზე საქართველოს საკითხზე არ იმსჯელა.
„ექვს სხვა კოლეგასთან ერთად ვიმყოფებოდი არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით საქართველოში. ჩვენ ვნახეთ გაყალბება და დაშინება. საქართველოში ახლა ხალხი საპროტესტო აქციებზე გასულია ქართული და ევროპული დროშებით. ისინი ბევრს ელიან ევროკავშირისგან. სამწუხაროდ, ევროპულმა საბჭომ ბოლო სხდომაზე ვერ გამონახა დროს საქართველოს საკითხზე სასაუბროდ. ჩვენ ვართ დემოკრატიის სახლი ევროპაში და ჩვენ უნდა გამოვნახოთ დრო არა მხოლოდ დებატებისთვის, არამედ რეზოლუციით ჩვენი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის“, — განაცხადა ლუაზომ.
ბრიუსელში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
დეპუტატები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო ს შედეგებს, მათ შორის- ს სავარაუდო ჩარევას. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად.