“ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა უკრაინამ ამ თვეში მიიღოს უსაფრთხოების პაკეტების ადეკვატური მოცულობა” | ზელენსკი

“ჩვენ ვმუშაობთ ყველა პარტნიორთან, რათა მ მიიღოს უსაფრთხოების პაკეტების ადეკვატური მოცულობა ამ თვეში. თავდაცვით სფეროში გაძლიერებისთვის გერმანიისგან უკრაინამ მიიღო რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, არტილერია და სხვა. ეს ძალიან დროული პაკეტია. ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს ჩვენი სხვა პარტნიორებისგან, მათ შორის შეერთებული შტატებისგან. უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსულმა ტერორმა ვერ გაიმარჯვოს.

ყოველი დღე, ყოველი ღამე ამ წელს ახალი ინტენსიური ბრძოლებია. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ავდიივკაში, მარინკას, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის მიმართულებებზე. ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი უცვლელი რჩება – უზრუნველყოს უკრაინის თავდაცვისა და ჩვენი აქტიური ოპერაციებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. საბრძოლო მასალა, დრონები, აღჭურვილობა, პერსონალი. ამ წლის გაძლება ნიშნავს მთელი ამ ომის გაძლებას. კრიტიკული და გადამწყვეტი დროა.”