ჩვენ ვიხილეთ, რომ თანხის გადახდით, თურმე, შესაძლებელი ყოფილა ისეთი რეზოლუციების მიღება, სადაც დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული – კახა კალაძე

გამოიკვეთა, რომ თანხის გადახდით, თურმე, შესაძლებელი ყოფილა აღნიშნული რეზოლუციების მიღება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, მ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ს პოლიტიკაში დაბრუნება ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების ნაწილი მას მოიხსენიებს ოლიგარქად, რასაც რეზოლუციებშიც აღნიშნავდნენ.
„აღნიშნულ რეზოლუციებში ძალიან დიდი სიბინძურე და სიცრუე იყო მოცემული. ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით, არაფერს ვუმალავდით საზოგადოებას. ვიცით, რა იყო ამის მთავარი მიზეზი და მიზანი: ის, რომ ქვეყანაში როგორმე მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება და ყველა მეთოდის იყენებდნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ, გაიშიფრა ეს ყველაფერი. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ რას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტია ზრუნავს ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე და ვინ არის მოწადინებული, რომ ქვეყანაში შემოიტანოს დაძაბულობა, არეულობა და გაატაროს ვინმე სხვა, კონკრეტული ადამიანების და ქვეყნების ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას