“ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან” -ბლინკენი

-ის სახელმწიფო მდივანი პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა. შეხვედრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპასთან მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენმა და სებასტიან ლეკორნუმ დაათვალიერეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უგზავნის ს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რომლის დროსაც აუცილებელია საჭირო დახმარების გაწევა თავის დასაცავად.

“რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა – ის უფრო სუსტია სამხედრო თვალსაზრისით, სუსტია ეკონომიკურად, სუსტია დიპლომატიურად; უკრაინა უფრო გაერთიანებულია, ვიდრე ოდესმე ყოფილა; ევროპა გათავისუფლდა ს ენერგეტიკაზე დამოკიდებულებისგან და ნატო-ს ალიანსი კიდევ ორი წევრით გაძლიერდა და გაფართოვდა; თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც მათ ისევ სჭირდებათ, რათა დაიცვან თავი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვას“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა -ის კონგრესს, დაამტკიცოს დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა, რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ს, მეტი დახმარება გაუწიოს უკრაინას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, სავარაუდოდ, შეხვდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის- სად არის სამართლიანობა?

იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის მიერ ქართული ხორბლის კულტურის კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული