ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კვლავ აცხადებს, რომ “საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას”, მათი მხრიდან შედეგები მოჰყვებოდა. 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მილერმა ამით ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დახმარების შეჩერებაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
“ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო და ისინი უფრო მართებულად გააკეთებენ ამაზე კომენტარს. მათ ცხადად თქვეს, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით, რომ როცა საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან, დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”, – თქვა მან. კითხვაზე, ძალაშია თუ არა -საქართველოს ურთიერთობების გადახედვა, მილერი პასუხობს, რომ “ურთიერთობის გადახედვა კვლავ გრძელდება”.
9 ივლისს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე: „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, ევროკავშირის ელჩმა მ თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია – ეს ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყვიტეს“. ელჩის განცხადებით, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთვის მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) – 2024 წლისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ამასთან, მას განუსაზღვრეს ცხრა ნაბიჯი, რომელთა შესრულებაც საჭიროა გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”