ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის – ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული მხარე დაელოდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.
„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან რაც მთავარია, არის სრული მზაობა, იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
