უკრაინას ნატო-სა და სხვა მოკავშირეებისგან მეტი დახმარება სჭირდება, რადგან ბრძოლის ველზე მძიმე მდგომარეობაა – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ისაუბრეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალი იმართება. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო პუტინის გამარჯვებას არ დაუშვებს. რაც შეეხება ბორელს, მისი თქმით, პრიორიტეტი უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება უნდა იყოს.