ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. გარწმუნებთ არა თუ 5%-იან ნიშნულს, არამედ 40%-იან ნიშნულს გადალახავს გამარჯვების კოალიცია – პაატა მანჯგალაძე

როგორ შეუძლიათ პარტიებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა – ცენტრალური საარჩევნო კომისია სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.
2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. პარტიებმა, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57 დღისა. ცესკოს ინსტრუქციის გამოქვეყნების პარალელურად პარტიები საარჩევნო გეგმებზე საუბრობენ.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გამარჯვების კოალიციის მთავარი გზავნილი “მშვიდობა ევროპასთან ერთად” იქნება, რითაც ისინი გამარჯვებას მიაღწევენ.
“ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. არა თუ 5%-იან ნიშნულს, არამედ 40%-იან ნიშნულს გადალახავს გამარჯვების კოალიცია, ამაში გარწმუნებთ. ძალიან კარგად ავუხსნით საქართველოს მოქალაქეებს, რომ გამარჯვება არის ჩვენ ხელში. “მშვიდობა ევროპასთან ერთად” – ეს იქნება ჩვენი მთავარი გზავნილი და ამით მოვივლით ყველა ქალაქს, ყველა სოფელს და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას”, – განაცხადა მ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარის ს განცხადებით, 2024 წლის არჩევნებისთვის არც ერთ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებენ, თუმცა პარტია ამომრჩევლის წინაშე ახალი სახეებით წარდგება.
“რომელიმე სხვა პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. გავდივართ როგორც პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შემოგვიერთდებიან სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა მხრიდან. ჩვენ ველაპარაკებით ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება და ჩვენ განახლებულები წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე. რაც შეეხება არჩევნების სადამკვირვებლო ფუნქციების გაძლიერებას და ხმების დაცვის გაძლიერების საკითხს, ეს ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით სხვადასხვა პარტიასთან გარკვეულ კოორდინირებას მოიაზრებს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ცენტრი, სადაც როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები გაერთიანდებიან.
“5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, დღეს არსებული 2 პარტიის გარდა, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა” და შესაძლოა, გახარიას პარტია, რომლებიც დაძლევენ ბარიერს, საჭიროა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ცენტრი. კარგი იქნება თუ ეს იქნება დიდი ოპოზიციური გაერთიანება, სადაც იქნება როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. ცუდი, მაგრამ, დასაშვები ვარიანტია შეიქმნას ორი პოლიტიკური ბლოკი. აზრი უკვე მომწიფებულია და გაზაფხულისთვის გამოიკვეთება რეალური კონტურები”, – განაცხადა მ.