“ჩვენ ველოდებით არჩევნებს და მე აუცილებლად ვიქნები პროევროპული ფრონტის ერთგული ლიდერი” – სალომე ზურაბიშვილის განცხადება

“ჩვენ ველოდებით არჩევნებს და მე აუცილებლად ვიქნები პროევროპული ფრონტის ერთგული ლიდერი” – სალომე ზურაბიშვილის განცხადება
“საქართველომ, გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რომელსაც მომდევნო მოლაპარაკებებისთვის რეკომენდაციები მოჰყვა. ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი შუა წერტილია, სწორედ ამიტომ მოდის ამხელა ზეწოლა რუსული კანონის ხელახლა შემოღების სახით. ეს კანონიც და ბევრი სხვაც, მნიშვნელოვნად სცდება ევროკომისიის რეკომენდაციებს.

მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებისა და პროტესტის შეჩერების მცდელობა ნაცნობი რუსული მეთოდია და თბილისის ქუჩებში ქართველი საზოგადოება სწორედ ამის წინააღმდეგ და ევროპული პრინციპების დასაცავად იბრძვის. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ასე მხოლოდ რუსეთთან დაახლოებულ სახელმწიფოში ექცევა. თუმცა ჩვენ უკვე მსგავსი პროცესი გავიარეთ და ქართველ ხალხს აქვს გამოცდილება, რომელზეც ისწავლა და წინააღმდეგობა გაუწია. ახლა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით არჩევნებს და მე აუცილებლად ვიქნები პროევროპული ფრონტის ერთგული ლიდერი”

განაცხადა პრეზიდენტმა ცურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას