ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს კარგად გამოგვდის
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმ დიდი ზეწოლისა, რომელიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოახერხა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და არამხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა, არამედ საქართველო მუდმივად ახერხებს მშვიდობის მხარდაჭერას რეგიონშიც.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარულები ვართ, რომ მეთოთხმეტედ ვმასპინძლობთ ამ ღონისძიებაზე ძალიან მაღალი რანგის სტუმრებს. წლევანდელი კონფერენციის თემაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – ეს არის მშვიდობის როლი ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და, ზოგადად, მსოფლიოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გასული 35 წლის განმავლობაში გამოიარა 4 სხვადასხვა ომი. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ეს საკმაოდ კარგად გამოგვდის, მიუხედავად იმისა, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. არამხოლოდ ქვეყანაში ვინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ ვახერხებთ რეგიონშიც ჩვენს გარშემო მშვიდობის მხარდაჭერას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც. არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები ჩვენს ფართო რეგიონში და ამ ვითარებაში, საქართველო ყოველთვის, მთელი წლების განმავლობაში, დადებით როლს ასრულებდა მშვიდობის განვითარებაში და შესაბამისად რეგიონში მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში. დღევანდელი სამყარო არის ძალიან დიდი გამოწვევებით სავსე, როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად მშვიდობას – ჩვენ გვაქვს ფართო რეგიონში მიდინარე სამხედრო კონფლიქტი, მასშტაბური ომი, ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ, არის არაერთი ომი და ასეთ ვითარებაში საჭიროა, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი
