ჩვენ ვართ სინათლე! – აქციის მონაწილეები პარლამენტთან ანთებული ჩირაღდნებით მივიდნენ

ევროპული მომავლის მცველებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა გზად აქცია-პერფორმანსი გამართეს. სიმბოლურად სახეზე ნიღბები გაიკეთეს და დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ ხელში ანთებული ჩირაღდნებით გაემართნენ. მათი განმარტებით, ეს არის სიმბოლო, რომ სიბნელეში სინათლეს იპოვნიან.

ჩვენი პერფორმანსის მიზანი ის არის, რომ ალბათ გაგახსენდებათ მათეს სიტყვები: „მივდივარ უსასრულო წყვდიადში, რათა ვეძიო სიმართლე“. ჩვენც უსასრულო წყვდიადში ვართ ახლა, იმიტომ, რომ დიქტატორი გვიზის სათავეში და ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან,რ ომ მივიტანოთ უსასრულო წყვდიადში სინათლე, რადგან ჩვენ ვართ სინათლე, ის ხალხი, ვინც გამოსულები ვართ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაიმარხოს და არ მოკვდეს, – ამბობს აქციის მონაწილე. 

რუსთაველის გამზირზე პერფორმანსის მონაწილეებმასიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო