„ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები“ – რობინ დანიგანი

„ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები“ –
საქართველოში -ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, მაშინ, როცა აშშ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერია, იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯებით შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, „ თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“.
ამის შესახებ ელჩმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. „მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები… ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში…
და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას.
რატომ? – ნამდვილად რთულია ეს გაიგო. მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, მეც შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“, – ამბობს ელჩი.
წყარო: რადიო თავისუფლება