ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება
ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული კანონის ტერმინი ცრუპენტელობა იყო. ეს არის კანონი, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში და ეს კანონი იცავს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისგან. მათ შორის იმისგან, რომ იგივე ევროკავშირის ფონდებიდან, NED-იდან, USAID-იდან – ეს ყოფილი ამერიკული ფონდებია, რომელიც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ, და ასეთი ფონდებიდან არ უნდა ხდებოდეს საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა

ენჯეო რომ ხარ, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია, არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი იმიტომ, რომ თავის დროზე გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ დიდი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მცდელობისკენ, ეკლესიაზე თავდასხმისა და ნარკოტიკების პოპულარიზაციისკენ