ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი

ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა მათ ხალხი
ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ, ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, რომელიც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის, ბორის-ჩელე ყურუას განცხადებას შეეხებოდა ოპოზიციის მიერ რევოლუციის მოწყობის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი აღიარება.
„კარგია, რომ ხშირად ვისმენთ აღიარებებს და ესეც არის მორიგი აღიარება იმისა, რომ ოპოზიცია, რეალურად, ჩართული იყო რევოლუციის ორგანიზების მცდელობაში. სხვა არაფერი იყო ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომელიც ჩავარდა. სამწუხარო ის არის, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული გარე მხარდაჭერა ამ მცდელობაში, მაგრამ ამის მიუხედავად მათი მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს განვითარება.
ჩვენ ვართ კონცენტრირებულნი იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი და ამ დროს, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე მომართულია საბოტაჟისკენ. ეს არის მათი დამოკიდებულება და ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ენდობა ხალხი მათ,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: მაშინ ყველა ახალგაზრდას ხელზე გვეკეთა სანდრო გირგვლიანის ხსოვნის პატივსაცემად სამაჯური, როდესაც ეს დამინახეს, ხელი დამიჭირეს და ძალიან ბევრი მირტყეს ხელში, რა გიკეთია, როგორ არ გრცხვენიაო

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს