„ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ერთ დღეს შეგვიძლია ენერგეტიკული ჰაბი ვუწოდოთ“ – მაია მელიქიძე

“ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ერთ დღეს შეგვიძლია ენერგეტიკული ჰაბი ვუწოდოთ”, – ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი შეფასებით, მსოფლიოში ქვეყნები წლიდან წლამდე ენერგო დეფიციტს განიცდიან. ამის პარალელურად, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომ ენერგეტიკული ჰაბი გახდეს და ისეთი ქვეყნები მოამარაგოს, როგორიცაა სომხეთი, თურქეთი და მალე, ევროპის ქვეყნები.
„ჩვენს გვერდით არიან ქვეყნები, რომლებიც წლიდან წლამდე განიცდიან ენერგო დეფიციტს და საჭიროებენ ელექტროენერგიის იმპორტს. შექმნილი სიტუაციიდან, რაც არის მსოფლიოში , როდესაც ფასები არ არის სტაბილური, ანუ ფასები პერიოდულად იზრდება/კლებულობს. ამიტომ, ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, სრულად უნდა ავითვისოთ მაქსიმალურად. პირველ ეტაპზე ჰიდროენერგეტიკის განვითარება არის მნიშვნელოვანი.
დღეს არის მზეზე ძალიან დიდი მოთხოვნა. მზე და ქარი არის დამხმარე ჰიდროსი, თუმცა ჰიდროს სჭირდება მხარდაჭერა – მცირე, მიკრო, საშუალო და მსხვილ ჰესებს. ჩვენ გიგანტური ჰესი არ გაგვაჩნია და ჩვენი ტერიტორიიდან გამომდინარე, გარემოს დაცვითი საკითხებიდან გამომდინარე, რომ გიგანტურ ჰესზე ვისაუბროთ“, – თქვა მან.
ინფორმაციისთვის, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი სავაჭრო ბაზარი თურქეთია, თუმცა ამ ბაზარზე ბოლო ორი წელია ელექტროენერგიის ფასების კლება შეინიშნება. მიმდინარე წლის მაისამდე საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტი არ განუხორციელებია, ხოლო მაისიდან გაყიდული ელექტროენერგიის შემოსავალმა, 9.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ექსპორტი განხორციელდა მეზობელ ქვეყნებში:
· თურქეთში – 172 გვტ. საათი
· სომხეთში – 15 გვტ. საათი
· აზერბაიჯანში – 14 გვტ. საათი
წყარო: bm.ge