„ჩვენ ვაგრძელებთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას და, ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ განვითარდეს სანოტარო მომსახურება რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად. სწორედ ამისთვის, ასევე, ვაფუძნებთ კვლევით ცენტრს, რომელიც დაკავებული იქნება იმ აქტუალური საკითხების კვლევით, რაც შეეხება სანოტარო მომსახურებას და, ზოგადად, ნოტარიატის ადგილს სახელმწიფოს სისტემაში”, – განაცხადა მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძემ.
2023 წელს სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ბიუროები დამატებით ქარელსა და ბათუმში გაიხსნა, რიგ ქალაქებში კი, სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.