ჩვენ ერთად უნდა ჩავიბაროთ 26 მაისი –

სალომე ზურაბიშვილი 9 და 26 მაისს დიდ შეკრებებს აანონსებს – ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველა ერთად 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე, რომელსაც ყველა ძალიან ნათლად ვხედავთ დღეს ნათლად ჩვენს ქუჩებში, მაღაზიებში, რესტორნებში. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ძირითადად, რუსები არიან, რომლებიც კომფპრტულად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ და რუსები, სამაგიეროდ, ხეირობენ. გუშინ მქონდა ძალიან მნიშნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა, ვინც იყო და ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო და ეს მუშაობა გრძელდება, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩაივაბორთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად, პარტიები , საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი, ბიზნესი იქნება თუ კულტურა, საქართელოს ყველა მოქალაქე ერთად ჩავიბარებთ 26 მაისს, იმიტომ, რომ 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად ჯერ 9 მაისს, შემდეგ სრულიად საქართველო ერთად 26 მაისს”

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”