ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა – ახლა საჭიროა გადაწყვეტილება –

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია გვესმის, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით. დამსახურება სახეზეა – ახლა საჭიროა გადაწყვეტილება. არანაირი საფუძველი, რომ რაიმე სხვა გადაწყვეტილება იყოს მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით არ არსებობს. მათ შორის ის შიდა დისკუსია, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას შორის არის, არ წარმოადგენს არანაირ ბარიერს, რომ საქართველოს მიმართ იყოს მიღებული დამსახურებაზე დაყრდნობით და არა ერთმანეთის ჯინაზე, რომ ვიღაც რაღაცას არ უჭერს მხარს და ამის გამო სხვამ არ დაუჭიროს მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს მოსახლეობა მოელის, რომ მის მიმართ მოპყრობა იქნება სამართლიანი და არ განმეორდება ის უსამართლობა, რომელიც გასული წლის ივნისში მოხდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას