ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა

ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, მისცეს მოლდოვას, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული, ეს ხომ სამარცხვინოა
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა.
„რაც შეეხება ევროპას, თეორიულად წარმოიდგინეთ, 2022 წლის ივნისში მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მერე რამდენიმე თვეში გაგვიხსნეს მოლაპარაკებები და გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ იქნებოდა ჩვეულებრივად გაგრძელებული ურთიერთობები, მაგრამ ვიღაცას მოუნდა, რომ კანდიდატის სტატუსი გამოეყენებინა საქართველოს წინააღმდეგ, რათა ჩვენი ქვეყანა ჩაერთოთ ომში. რომ მოენიჭებინათ სტატუსი, არავითარი პოლემიკაც კი არ იქნებოდა ევროპულ სტრუქტურებთან.
2024 წლის 28 ნოემბერს ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან აღარ დავაყენებდით დღის წესრიგში მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ეს რას მოჰყვა – ჯერ 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამ საკითხს იყენებდნენ შანტაჟისთვის სწორედ ჩვენი შვილებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. შემდეგ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდნენ ევროპელი ბიუროკრატები, როცა არ გვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უკვე 2023 წლის დეკემბრიდან განაგრძეს ჩვენი და ჩვენი შვილების შანტაჟი, როცა არ გვიხსნიდნენ მოლაპარაკებებს, სამარცხვინოა.
ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, მერე წელიწად-ნახევარი არ მოგვანიჭეს სტატუსი და შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები. ეს მისცეს მოლდოვას. მოლდოვას მიანიჭეს სტატუსი, რომელიც არის კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და აქ ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და არ გვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, ეს ხომ სამარცხვინოა“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: ძალიან მძიმედ შესაფასებელია განცხადებები, რასაც ვისმენთ ანაკლიასთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი