“ჩვენ და საქართველო ერთი დონის ვართ, ისინი თავს 8 ფეხბურთელით იცავდნენ” – ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველი

ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ალბანეთი 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ილბერ რამადანმა SuperSport-თან კომენტარი გააკეთა.
“რთული მატჩი გამოვიდა. შეტევაში აქტიურად თამაში გვსურდა, თუმცა მეტოქე თავს 5 მცველით იცავდა, შემდეგ კი მათ 3 ნახევარმცველიც დაემატა. ამან საქმე გაგვირთულა. საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია, მაგრამ სუსტები არც ჩვენ ვართ. უბრალოდ, ჩვენი დღე არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ და საქართველო ერთი დონის ვართ.
კონტრშეტევებზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით, უკან დაიხიეს და მომენტების შექმნა გაგვიჭირდა”, – განაცხადა რამადანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს სთან გამართავს.
მომწონს ალბანელთა კომენტარები,რადგან ეტყობათ როგორ აცდენილები არიან რეალობას და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. არაადეკვატური მეტოქე,რომელიც ვერც საკუთარ თავს აფასებს და ვერც შენ იდეალურია.