„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში ისაუბრა სამინისტროს საჯარო ლექციების კურსზე, რომელიც ოკუპაციას, საქართველოს სუვერენიტეტის სამართლებრივი დაცვის გზებსა და ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებს შეეხება.
„2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების კურსი, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპაციას და იმ ნაბიჯებს, თუ როგორ იცავს საქართველო სუვერენიტეტს სამართლებრივი გზებით. ეს ლექციები გრძელდება წარმატებით სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, 2023 წლიდან საჯარო ლექციები დავიწყეთ ევროინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზეც, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, თუ რა სამართლებრივი და პრაქტიკული ეტაპების გავლა უწევს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ