“ჩვენ დავამკვიდრეთ ქუჩების მორთვის ტრადიცია” – კალაძე

“ჩვენ დავამკვიდრეთ ქუჩების მორთვის ტრადიცია” – კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.
“საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება.
ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი,” – განაცხადა კალაძემ და ბიზნესსექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”