“ჩვენ გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება” – ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

მიუნხენში რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
უილსონი X-ზე წერს, რომ რეჟიმისთვის სასწრაფოდ სანქციებია საჭირო.
“მოხარული ვარ, რომ ვხედავ ჩემს დიდ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა ოქტომბერში და ახლა აქცევს საქართველოს დიქტატურად. ჩვენ გვჭირდება რეჟიმის დაუყოვნებლივ სანქცირება. თავისუფალი და სამართლიანი ერთადერთი გზაა წინ!” – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას