ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, 4 წლის განმავლობაში ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც არ იყო საჭირო და რაც საიდუმლოდ ითქმებოდა უმრავლესობის შიგნით

ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, 4 წლის განმავლობაში ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც არ იყო საჭირო და რაც საიდუმლოდ ითქმებოდა უმრავლესობის შიგნით
ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, მათ შორის, ბოლოს საუკუნის აფიორის წინააღმდეგ, რასაც ე.წ. რუსული კანონის კამპანია ერქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, როდის გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ის დღე, როდესაც სიები ში შედის.
„რა თქმა უნდა, ახალ სახეებსაც უნდა ველოდოთ და ჩვენ გვყავს პარლამენტის უმრავლესობის წევრები, რომლებმაც აჩვენეს უპრეცედენტო ერთობა, მათ შორის, ბოლოს საუკუნის აფიორის წინააღმდეგ, რასაც ე.წ. რუსული კანონის კამპანია ერქვა. ასე მდგრადი უმრავლესობა ალბათ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება.
შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ გუშინ ერთ-ერთ ეთერშიც ვთქვი, ალბათ სამ კაცში არ ინახება ხოლმე საიდუმლო. ამ 84 ადამიანის შემადგენლობამ შეძლო, რომ 4 წლის განმავლობაში ერთი ინფორმაცია არ გასულა, რაც არ იყო საჭირო და რაც საიდუმლოდ ითქმებოდა უმრავლესობას შიგნით.
სხვათა შორის, წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე რაღაცას რომ ვიტყოდით, შემდეგ თქვენ მეკითხებოდით ზუსტად 3 წუთში ესა და ეს საკითხი რატომ განიხილეთო. დღეს მაგისი ფუფუნება, საბედნიეროდ, თქვენ არ გაქვთ“, – აღნიშნა მან.
Previous: როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის

ასევე დაგაინტერესებთ