ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი

ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი
მთლიანად ოპოზიცია ცდილობს წავიდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათ არ აქვთ არავითარი არგუმენტები არჩევნებთან დაკავშირებით.
„თქვენ ხედავდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო უპრეცენდენტოდ მშვიდი და საარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, აბსოლუტურად თავისუფალი. ს დღეს რაც შეეხება, ელექტრონული წესით ჩატარდა ეს და თქვენ იცით, რომ ელექტრონული წესით გაიარა რეგისტრაცია ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა, ასევე ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა და ხმების დათვლაც მოხდა ელექტრონული წესით. ასეთი პირობებში დაუბალანსებელი ოქმებიც კი არ არსებობდა, რაც იყო 30-წლიანი პრობლემა.
ასეთი ტიპის ხარვეზებიც კი არ ჰქონდა ამ არჩევნებს. რეალურად, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ყველაფერი დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები, რასაც არ აქვს არავითარი საფუძველი. ვერავითარი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, ერთადერთი იყო, მაგალითად მარნეულის ოლქში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევა და იქაც რეაგირება იყო მყისიერი“, – განაცხადა მ.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მუქარა ს წარმომადგენლებსა და დეპუტატებზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს მუქარა არის გარკვეული მცდელობა, წავიდნენ კონკრეტული ადამიანები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.
„ეს არის ამ პოლიტიკური ძალების ხელწერა. ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი.
თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის რესურსი მათ ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ და საბოლოო ჯამში, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე.
აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი.
მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის