ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები და ჩემი შვილი ამისთვის ისჯება | ლაზარე გრიგორიადისის დედა

“ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები…ამისთვის პირადად ჩემი შვილია დასჯილი” – ამის შესახებ ს დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომელიც თბილისში გამართულ მანიფესტაციას – “შენი ხმა ევროკავშირს” ესწრებოდა:
“ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ ჩვენ გვინდა ევროპული ღირებულებები. პირადად ჩემი შვილია დასჯილი და მინდა, რომ ეს უსამართლობა აღმოიფხვრას და ვცხოვრობდეთ სამართლიან, დემოკრატიულ ქვეყანაში” – ამბობს ლარაზე გრიგორიადისის დედა
დედაქალაქში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მანიფესტაცია გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან ფეხით გაემართნენ ევროპის მოედნისკენ და ევროკავშირის რეკორდულად დიდი დროშა გაშალეს, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა.
ევროპის მოედანზე შეუერთდა მარშს საქართველოს პრეზიდენტი , რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.