ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში – შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, არასწორი საქციელია.
„როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ამაზე დიდი არასწორი საქციელი, რაც ვიხილეთ ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ, პრინციპში არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხს შორის არის – ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა. სადაური მიდგომა არის? ეს არის ევროპული მიდგომა?!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი „გვიყურებს როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ“.
„ესეც არის ტიპური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ადამიანი პირდაპირ ნახავდა საბჭოთა ან რუსული მიდგომის ანაბეჭდს. როდესაც რაღაცა არ მოგწონს სხვა ქვეყანაში და შენ დგახარ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ამაზე დიდი არასწორი საქციელი, რაც ვიხილეთ ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ, პრინციპში არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხს შორის არის. იმ სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი 80-იანი წლების ბოლოს იჩენდა ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ეს რამდენიმე პოლიტიკოსი იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური გადმოსახედიდან უყურებს ამ ყველაფერს, მზად არის რომ წყალში გადაყაროს ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, სამწუხაროა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა. სადაური მიდგომა არის? ეს არის ევროპული მიდგომა? ამან ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვაფიქრა, დაგვამწუხრა იმაზე, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთებს, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და „ენჯეოები“ რომ არიან, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ და ეს დიდი ხანია ვნახეთ. გვეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ, დისკუსია და მოლაპარაკება ევროკავშირთან არ გვქონდეს, არამედ უნდა გვქონდეს დამორჩილება და უკრიტიკო გაყოლა ყველა საკითხზე. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც ასე გვიყურებს. ჩვენ გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.