ჩვენ გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურის საძმო – თუ ოპოზიცია ისევ გააკეთებს ასეთ გაერთიანებას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, ვის არ უნდა მისცეს ხმა – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია გაერთიანდება და ერთად დადგებიან, საზოგადოებისთვის უფრო ნათელი იქნება, თუ ვის არ უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე.
“ჩვენ გვახსოვს ნათელაშვილის ფანჩატურის გაერთიანება, საძმო, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ის გააკეთა, რომ მთელს საზოგადოებას ისევ კარგად შეახსენა, რომ ოპოზიციაზე რომ გვაქვს საუბარი, კონკრეტულად ვისზეა აქ საუბარი და რა ადამიანებთან აქვს საზოგადოებას საქმე. ამ მხრივ, ეს მართლაც დადებითი მომენტი იყო საზოგადოებისთვის შეხსენების კუთხით, რომ ვის არ უნდა მისცენ არჩევნებზე ხმა, თუკი ასეთ გაერთიანებას გააკეთებენ და ყველანი ერთად დადგებიან და ფართოდ გაუხსნიან კარს საზოგადოებას, რომ დააკვირდნენ, თუ ვის არ უნდა მისცეს საზოგადოებამ არჩევნებზე ხმა, ეს მმართველი გუნდისთვის ცუდი არ იქნება,” – ამბობს დავით მათიკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ